ბიზნესი
13/09/2022

"ნოსტე" 2023 წლიდან ქათმის ფარშს და გაყინულ პროდუქციას გამოუშვებს

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია GPP-ი (რომელიც ბაზარზე ბრენდით „ნოსტე" არის წარმოდგენილი)  ახალი წლიდან წარმოებას აფართოებს, შედეგად კომპანია ნედლ ხორცის წარმოებას გააორმაგებს. 

ამ ეტაპზე მეფრინველეობის ფერმა წლიურად 8 მილიონამდე კვერცხს აწარმოებს, საიდანაც 2 მილიონამდე ფრთა ბროილერის ქათამია, რაც გულისხმობს წლიურად დაახლოებით 3 000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას. 

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, იგეგმება ასორტიმენტის ზრდაც, რაც სხვადასხვა ტიპის ქათმის ფარშისა და გაყინული პროდუქციის მიმართულებით გააქტიურებას გულისხმობს.

ფირცხალაიშვილი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ „ნოსტემ“  ხარისხის მაღალი დონითა და ჯანსაღი ნედლი პროდუქციის წარმოებით ადგილობრივ მწარმოებლებს საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწია.

„საკმაოდ მოკლედ ხანში მოვახერხეთ და მოწინავე პოზიცია დავიკავეთ ბაზარზე. ახალი პროექტის ფარგლებში „ნოსტეს“  წილი კიდევ უფრო გაიზრდება და ვფიქრობ, გაყინული პროდუქციის  მიმართულებით უკვე იმპორტირებული პროდუქციის პირდაპირ კონკურენტადაც მოვიაზრებით,“-აცხადებს ფირცხალაიშვილი.

შეგახსენებთ, „ნოსტე“ 2018 წელს დაფუძნდა და განვითარებაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს. „ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისის 45-ზე მეტ ობიექტზე, ხოლო მცხეთასა და რუსთავში სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023