ბიზნესი
23/09/2020

ნინო კობახიძე: საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას სჭირდება მეტი მიზნობრიობა

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას სჭირდება მეტი მიზნობრიობა, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.

ნინო კობახიძის განმარტებით, აუცილებელია სახელმწიფომ მიდგომა შეცვალოს და მოქალაქეების დაფინანსება მათი შემოსავლების მიხედვით კატეგორიებად დაყოს.

„ის რაც მოხდა 2012 წელს იყო ძალიან კარგი. ამან გამოიწვია არა მხოლოდ კლინიკების განვითარება, არამედ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩაკეტილი სახლში და არ ჰქონდათ ოპერაციის გაკეთების საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის მეშვეობით ყველამ დაიწყო მკურნალობა. ეს დადებითი პროცესი იყო, თუმცა ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ,“ - ამბობს ნინო კობახიძე.

სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მაგალითისთვის საყოვეთაო ჯანდაცვის სექტორის მიზნობრიობა ქალაქების დონემდე შეიძლება დავიდეს. მათივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დანახარჯების ოპტიმიზაციასაც უზრუნველყოფს.

Businesspartner