Nina’s Art Room– საახალწლო თემაზე შექმნილი სუვენირები
სახელოსნო Nina’s Art Room მომხმარებლებს პოლიმერული თიხისგან დამზადებულ განსხვავებული სტილის სამკაულსა და აქსესუარებს, აგრეთვე თემატურ და სადღესასწაულო სუვენირებს სთავაზობს. ნივთების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ, თითოეული დეტალი მუშავდება ხელით ფორმებისა და ყალიბების გარეშე, განსხვავებული ტექნიკით.
„მაქვს ყვავილების ხაზი, რაც გულისხმობს ვიზუალით ბუნებრივ ყვავილებთან მიახლოებულ სამკაულს და აქსესუარებს. აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა ნორმალურია, თუმცა მეტის მოლოდინიც მაქვს, საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ფასისა და არსებული ეკონმიკური მდგომარეობის გამო გაყიდვები შემცირებულია. ვფიქრობ განვითარების დიდი პოტენციალი აქვს მომავალში.“– აღნიშნავს სახელოსნო „Nina’s Art Room”-ის დამფუძნებელი.
საახალწლოდ Nina’s Art Room მომხმარებელს ზამთრის თემაზე აწყობილ კოლექციას შესთავაზებს. ბრენდი სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობს და შეკვეთები აქვს უცხოეთიდან, როგორც საცალო, ასევე კორპრატიული.
„პანდემიამდე პროდუქტის რეალიზაცია ხდებოდა გამოფენებზე, სხვადასხვა მოლებში და ინტერნეტით, ახლა მთლიანად გადასული ვარ ონლაინ გაყიდვაზე. პერიოდულად მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა საგრანტო, საგანმანათლებლო პრგრამებში და პროექტებში.
დავიწყე ძერწვის კურსები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების შედგენა, როგორც სამოყვარულო ასევე პროფესიული სარელიზაციო განხრით. იმაზე მეტი მსურველი გამოჩნდა ვიდრე მეგონა, თუმცა ამ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია სრულფასოვანი სწავლება დისტანციურად. ამიტომ დროებით შეწყდა მეცადინეობა.“– აღნიშნავს ნინო შაკიაშვილი.