ბიზნესი
11/02/2022

ნიკოლოზ სამხარაძე: ლონდონის სავაჭრო პალატას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გავაცანით

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს. ქართველი დეპუტატები ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, რიჩარდ ბერჯს შეხვდნენ.

დელეგაციის წევრის, სააგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და შესაძლებლობებს შეეხო.

„ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრია და 400 000-ზე მეტი ბიზნესი არის დარეგისტრირებული, რომელიც იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობების ქალაქი და შესაბამისად, გვქონდა საუბარი საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მას ასევე ვუთხარით იმ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც საქართველოში არსებობს უცხოური ინვესტიციებისთვის. შევთანხმდით იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდება, ლონდონის სავაჭრო პალატიდან მივიღებთ სხვადასხვა ბიზნესებისგან შემდგარ დელეგაციას, რომელსაც გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს",-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020