ბიზნესი
15/12/2021

ნიკოლოზ ნაყოფია: ახლა მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა გონს მოვიდეს

საიუველირო ქარხანა „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ნაყოფია „ბიზნესპარტნიორთან“ იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ამჟამად კომპანიის წინაშე დგას.

მისი ინფორმაციით, კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა პანდემია და მოსახლეობის მსყიდველუნარიაობის შემცირებაა.

„ადრე თუ გვჭირდებოდა ცნობიერების ამაღლება ოქროს ნაკეთობასთან დაკავშირებით, ახლა ეს რეალობა შეიცვალა. შევძელით და გავაგებინეთ ადამიანებს, რომ ჩვენ ნედლ ოქროს არ ვყიდით და რეალიზებას ნაკეთობას ვუკეთებთ. შესაბამისად, ფასი უფრო ძვირია.

პანდემიის დროს დადგა გაყიდვის და წარმოების პრობლემა, რადგან მუდმივად ამცირებს პანდემია ადამიანურ რესურსს, ზოგი იზოლაციაშია, ზოგი ვერ მოდის სამსახურში და ასე შემდეგ. ამას უკვე შევეჩვიეთ,

ახლა მთავარია ქვეყნის ეკონომიკა გონს მოვიდეს, ხალხმა დაიწყოს ფულის გამომუშავება და ჰქონდეს იმის სურვილი, რომ თავისი თავი  თუ ახლობელი ადამიანები „ზარაფხანის“ პროდუქციით  გაანებივროს,“ - აღნიშნავს ნაყოფია.

შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში ერთადერთი საიუველირო ქარხანაა, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. კომპანიის მიერ ასლისა და რეპლიკის სახით გაცოცხლებულია ანტიკური ხანის უძვრფასესი ნაკეთობები და შექმნილია კოლექციები. "

ზარაფხანა“ საქართველოში 5 მაღაზიითაა წარმოდგენილი (თბილისში - 3, ბათუმში -2)