ნიკოლოზ გამყრელიძე Body Shop-ზე: ჩვენც კმაყოფილები ვართ და ფრენჩაიზ პარტნიორებიც
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) პანდემიის მიუხედავად საქართველოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდი The Body Shop-ის შემოყვანით კმაყოფილია.
The Body Shop-ი ერთ–ერთი ბოლო ბრენდია, რომელიც ჯგუფის პორტფოლიოში შევიდა.
GHG–ის დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ ის მოლოდინები, რაც ამ ბრენდთან დაკავშირებით არსებობდა გამართლდა.
„Body Shop–ი საკმაოდ კარგად მუშაობას, მესამე მაღაზია გავხსენით და სააფთიაქო ქსელებში დავამატეთ მინი მაღაზიები, რომლებიც მიმზიდველი აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და კარგად მიიღეს ეს სიახლე. საქართველოში ბრენდის წარმატებით ჩვენც კმაყოფილები ვართ და ჩვენი ფრენჩაიზ პარტნიორებიც. გვაქვს განვითარების გეგმებიც, რომელსაც ჯერ არ გავაჟღერებ,“– აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ The Body Shop International Limited-თან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2019 წლის შემოდგომაზე გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, GHG ფარმაციას The Body Shop-ის ოპერირების 10-წლიანი უფლება აქვს. ის ისარგებლებს ყველა იმ ბენეფიტით რაც ცნობილ ბრიტანულ ბრენდს გააჩნია.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირველ წელს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში 3 მაღაზიის გახნას და ასევე ბრენდის პროდუქციის GPC-ისა და ფარმადეპოს შოპ-ინ-შოპ მოდელით გაყიდვას.