ბიზნესი
30/10/2020

Nikoli.ge - საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი ონლაინ გაყიდვებს იწყებს

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ახალ ვებ-გვერდს ქმნის, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები პროდუქციის შეძენას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, - ამის აუცილებლობა კომპანიაში პანდემიის გამო დადგა.

„შექმნილმა სიტუაციამ, პანდემიამ კიდევ უფრო კარგად გამოკვეთა ონლაინ გაყიდვების საჭიროება. ამიტომ გადავწყვიტეთ და დავიწყეთ მუშაობა ახალ ვებ-გვერდზე, რომლითაც ჩვენი პროდუქტის შეძენას მომხმარებლები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ. ონლაინ-ვაჭრობა დაგვეხმარება რეალიზაციის ზრდაში. იმის გამო, რომ ჩვენი ადგილობრივი მაღაზიები გაყიდვების ძველ ნიშნულს ვერ უბრუნდება, ვფიქრობთ, ეს რესურსი გადავიტანოთ ონლაინ გაყიდვებზე და დავაბალანსოთ ფიზიკური მაღაზიების შემცირებული რეალიზაცია,“ - განმარტა “ნიკოლის“  დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

მისი განცხადებით, Nikoli.ge ონლაინ რეჟიმში ათ დღეში ჩაეშვება.