ბიზნესი
16/09/2022

ნიკა აბუთიძე: სასამართლოში ბიზნესდავების ხანგრძლივი განხილვები ბიზნესზე მძიმედ აისახება

დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტის თქმით, ბიზნესდავების გადაწყვეტის კუთხით სიტუაცია საქართველოში არ უმჯობესდება. ნიკა აბუთიძის თქმით, სასამართლოში წლების განმავლობაში გრძელდება დავების განხილვას, რაც ბიზნესზე მძიმედ აისახება.

„ბევრ კომპანიას შეჩერებული აქვს საქმიანობა. რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა და უზრუნველყოფის სხვა საშუალებებია გამოყენებული. რის გამოც კომპანიებს საკუთარი ქონებით სარგებლობა შეზღუდული აქვთ,“ - აღნიშნავს იურისტი.

მისივე თქმით, ამ კუთხით, თბილისზე უფრო რთულად არის საქმე რეგიონებში.

„რეგიონებში უფრო რთულად არის საქმე, თუმცა თბილისის სასამართლოებიც ვერ აუდის იმ საქმეთა რაოდენობას, რომელიც მას ეწერება. საქმე იმაშია, რომ ადამიანური რესურსი სასამართლოში არის ძალიან ცოტა. პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობაცაა. ეს ბუნებრივია, როცა ერთი მოსამართლე განიხილავს სხვადასხვა სახის საქმეს, საოჯახოს, სამოქალაქოს და ბიზნესდავებს, რთულია ყველა მიმართულებით კვალიფიციური იყოს,“ - განმართავს ნიკა აბუთიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023