ბიზნესი
03/06/2022

NielsenIQ-მა BAG-ის წევრებს არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქციის კვლევის შედეგები წარუდგინა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კვლევითმა სააგენტო NielsenIQ-მ ასოციაციის წევრებისა და პარტნიორებისთვის საქართველოში სიგარეტის კოლოფების კვლევის (EPS - Empty Pack Survey) 2022 წლის შედეგები წარუდგინა. კვლევა მოიცავს საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებულ 2022 წლის პირველი კვარტლის ძირითად ტენდენციებს.

აღსანიშნავია, რომ კვლევა განხორციელდა BAT-ის, JTI-ის, Imperial Brands-ისა და PMI-ის დაკვეთით. პრეზენტაციის დროს NielsenIQ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კვლევის მეთოდოლოგიასა და კვლევის იმ ძირითადი შედეგების თაობაზე, რაც საქართველოში წინა წლებთან შედარებით არა ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის ზრდის ტენდენციას აჩვენებს, როგორც ეს EPS კვლევით გამოიკვეთა.

კვლევის პრეზენტაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოში თამბაქოს პროდუქციის კონტრაბანდის სამომავლო ტენდენციები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023