ბიზნესი
11/08/2021

"ნიამორი" 2022 წელს საგურამოში მრავალფუნქციურ კომპლექსს გახსნის

კომპანია „ნიამორი“ 2022 წლის ზაფხულში საგურამოში მრავალფუნქციურ კომპლექსს გახსნის, სადაც გაერთიანებული იქნება როგორც ღვინის გადამამუშავებელი საწარმო და მარანი, ისე სხვადასხვა დასასვენებელი (მათ შორის რესტორანი, სპა ცენტრი) და საქმიანი სივრცეები.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა, მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებულია, საკუთრებაშია 4 000 კვადრატული მეტრის ფართის მიწის ნაკვეთიც, კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 1 000 კვ. მ ფართობზე იგეგმება.

მისივე ინფორმაცით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ფინანსების მოძიების პროცესი. ობიექტის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 000 ლარამდეა.  

ამ დროისთვის კომპანიას საკუთარი ვენახები არ აქვს, პროდუქციას ჩაბარებული ყურძნით აწარმოებს და ონლაინ ყიდის. პროდუქცია ექსპორტზე გააქვს პოლონეთში, ჩინეთსა და ყაზახეთში. საუბარია ჯამში რამდენიმე ათეული სახეობის ალკოჰოლურ სასმელზე, მათ შორის, ღვინოზე, ჭაჭაზე და ბრენდზე. „სულ გვაქვს 44 პროდუქტი, ესენი არის სასაჩუქრე ბოქსები, ფასი კი 60 ლარიდან იწყება,“-აცხადებს ბოჭორიშვილი.

„ნიამორი“ წელიწადში დაახლოებით 25 000-დან 35 000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს. ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ იგეგმება წარმადობის გასამმაგება. სამომავლოდ, დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი ვენახების გაშენებაც.

ბოჭორიშვილის განცხადებით, კომპანიაში ამ ეტაპისთვის 15-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „ნიამორი“  ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ალკოჰოლური სასმელებს ჩამოსხმული სახით, გრავირებას უკეთებს და რეალიზაციას ახდებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022