ბიზნესი
16/09/2021

ნავთობიმპორტიორები დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას კონტრაბანდას უკავშირებენ

ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის შემოდინებით ხსნის.

როგორც კავშირში განმარტავენ, აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოტანა ხდება აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი).

იქვე განმარტავენ, რომ საწვავის დიზელი შემცირებულია იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, გაუმჯობესებულია და შესაბამისად, უნდა ხდებოდეს დიზელის საწვავის როგორც მოხმარების, ასევე იმპორტის ზრდა.

საქართველოში 2021 წლის 8 თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 362,4 ათასი ტონა დიზელის საწვავი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან 15,9 ათასი ტონით (4,2%-ით) ნაკლებია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020