ბიზნესი
25/01/2022

ნატო ბოჭორიშვილი: საშუალო და დაბალფასიან ოფისებზე მოთხოვნა არსებობს

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნატო ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ  საოფისე ფართებზე მოთხოვნა ხარისხობრივ ჭრილში გადაკვალიფიცირდა.

კომპანიებს, რომელსაც ნაქირავები ჰქონდათ ნაკლებად კომფორტული სივრცეები და ოფისის არსს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, დღეს მათთვის კომფორტული ფართის არსებობა, ერთ-ერთი მახასაითებელივით გახდა.

„თუ მენეჯმენტს თანამშრომლების საოფისე სივრცეში დაბრუნება სურს,  ცდილობს, კარგი სამუშაო გარემო შეუქმნას, გააუმჯობესოს პირობები. რაც შეეხება მოთხოვნას, შემცირებულია, ეს დისტანციურად მუშაობაზე გადასვლამ განაპირობა, მაგრამ დღეს პანდემიის ისეთ ეტაპზე ვართ, რომ კომპანიებს მაინც აქტუალურად საოფისე სამუშაო სივრცეში დაბრუნება მიაჩნიათ,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქართულ ბაზარზე მოთხოვნასა და ფასს შორის შესაბამისობა არ არის დაბალანსებული.

„დიდი ბიზნეს ცენტრების სივრცული განაწილება და ფასები არ იძლევა დიდი ლავირების საშუალებას. ან სივრცეებია დიდი, ან ფასი. იმ მიწოდებაზე, რაც დღეს ბაზარზე გვაქვს, მოთხოვნა არ არის, მაგრამ საშუალო ან დაბალფასიან, კარგ პირობებიან ოფისებზე მოთხოვნა არსებობს. დიდ ბიზნეს ცენტრებში ფასი მაღალია, ფასსა და მოთხოვნას შორის კი დისბალანსი გვაქვს,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამომავლო ტენდენციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანიები გამიჯნულად დაიგეგმებიან იმაზე, თუ რა ნაწილი ეყოლებათ დისტანციურ მომსახურებაზე და რა ნაწილი -  საოფისე  სივრცეში. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ეს დიდმა კომპანიებმა ამ ორი წლის განმავლობაში უკვე გაიარეს, ეს პროცესი მიმდინარეობს და დიდი დრო არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ ცხადი იყოს კომპანიები  მუშობის როგორ  სქემას ამჯობინებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023