ბიზნესი
02/02/2022

Native Racha-მ პირველი ბრენდული მაღაზია გახსნა

დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი Native Racha ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას გეგმავს.

კომპანიამ პირველი ბრენდული მაღაზია ორბელიანის ბაზარში  უკვე გახსნა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამომავლოდ დაგეგმილია ქსელის გაფართოება როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. მისივე განცხადებით, ეს გრძელვადიანი გეგმაა, თუმცა, მისი განხორციელება ეტაპობრივად დაიწყება.

Native Racha-ს პროდუქტი საქართველოში ერთადერთი უკონკურენტო, მაღალხარისხიანი, ტრადიციულად დავარგებული, ევროპული ხარისხის პროდუქტია.

დღეისთვის ამბროლაურში მოქმედ Native Racha-ს საწარმოში 30 ადამიანი მუშაობს. კომპანია თვეში 15-მდე დასახელების 2 ტონამდე დავარგებულ ხორცპროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა რაჭული ლორი, ხამონი, რაჭული სუთი, სვანური ზისხორა, სვანური კეპილი და სხვა.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ Native Racha-ს მიზანი, მომდევნო ორ წელში  თვეში 10 ტონამდე ხორპროდუქტის წარმოებაა.

„გათვლა გვქონდა HoReCa სექტორზე, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე გადავერთეთ თანამედროვე დისტრიბუციაზე. დღეს წარმოებული პროდუქციის 80% სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.

ბაბლუანის განცხადებით, კომპანია ნედლ ხორცსაც ყიდის, თუმცა, ლიმიტირებული რაოდენობით. რაც შეეხება ნედლეულს, ბაბლუანის ინფორმაციით, კომპანია პროდუქტების ნაწილს მის საკუთრებაში არსებული ქართული აბორიგენული ჯიშის ღორის ფერმიდან აწარმოებს, ნაწილს კი მოსახლეობისგან იბარებს.

Native Racha-ს წარმოებამ ქართული მთის ღორის აღდგენის პროექტს შეუწყო ხელი, საიდანაც კომპანია ხორცპროდუქტებისთვის საჭირო ნედლეულით მარაგდება, მას Natige Georgia-ს პარტნიორი კომპანია „კავკასიო სუსი“ მართავს. ფერმას საშუალოდ 500-მდე სული ღორი ჰყავს.

შეგახსენებთ, Native Georgian-მა საწარმოს მართვა, კომპანია „რაჭული ლორიდან“ 2018 წლიდან გადაიბარა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020