ბიზნესი
03/02/2022

Native Racha: ქართულ, აბორიგენურ ღორის ხორცს ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს

ქართული, აბორიგენური ჯიშის ღორის ხორცს ექსპორტზე დიდი პოტენციალი აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“  დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი Native Racha-ს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა განაცხადა, ქართული ღორის ხარისხი ცნობილი ესპანური „იბერიკოს ჯიშის“ ხორცის მახასიათებლებს  უტოლდება.

„ახლა მიმდინარეობს ორი ტიპის - ლაგაზასა და გრუზას მოშენება. ეს ჯიშები გადაშენების პირასაა. ასეთი ჯიშის ღორს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის, აქვს დადებითი ქოლესტეროლი. ფერმა აშენებულია ონის რაიონის სოფელ ღარში. მიზანია, ქართულ ბაზარს მივაწოდოთ არსებული ხორცისგან დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქტი, პარალელურად, ბაზარს მივაწოდოთ პრემიუმ პროდუქტი, რომელიც 100%-ით ქართული ჯიშის ღორისგან იქნება დამზადებული,“ - აცხადებს ბაბლუანი.

მისივე განცხადებით, კომპანია თანამშრომლობს 4-5 ფერმასთან, რომლებიც ყიდულობენ სელექცირებულ საჯიშეებს, ამრავლებენ და კომპანიას აბარებენ.

როგორც ბაბლუანი აცხადებს, საქართველოში აბორიგენული ღორის ჯიშების გადარჩენა და გამრავლება დამოკიდებულია ვეტერინარულ პრევენციულ  სახელმწიფო ზომებზე, რათა მაღალი რისკის დაავადებების პრევენცია ხდებოდეს.

„ექსპორტიც 100%-ით დამოკიდებულია იმ საპრევენციო ზომებზე, რასაც სახელმწიფო გააკეთებს, რადგან ჩვენი ქვეყნიდან ღორის ხორცის ექსპროტი  სხვადასხვა დაავადების გამო აკრძალულია. თუ გაიხსნა საზღვარი, პოტენციალი დიდია, ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს,“ - აცხადებს ბაბლუანი.

მისივე განცხადებით, Native Georgian-მა აბორიგენული ჯიშის ქართული ღორის გადარჩენა საპარტნიორო ფონდის მიერ „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის"  ფარგლებში დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020