ბიზნესი
10/12/2021

ნათია თურნავა Myway Airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა Myway Airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხი განიხილა.

სააგენტოს განმარტებით, ავიაკომპანია Myway Airlines-ს სტრუქტურა და პარტნიორობის თანაფარდობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი არ არის, რის გამოც ავიაკომპანიას ამ ეტაპზე ლიცენზია შეუჩერდა.

ნათია თურნავას განცხადებით, კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

„შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით.  თუმცა ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საუბარი და მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ, საბოლოო ჯამში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რათა შემდგომში კვლავ მიმართოს სააგენტოს და მოხდეს ლიცენზიის ხელახლა გაცემა. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თუნავამ.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ ლიცენზიის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

Businesspartner