მზია პატარკაციშვილი: ცირკს ინვესტორი ჯერ კიდევ არ გამოუჩნდა
თბილისის ცირკის შენობას მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ობიექტის მფლობელ, პატარკაციშვილების ოჯახში განუცხადეს.
მზია პატარაკაციშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა: „ამ დრომდე ახალი არაფერია. ინტერესი ჯერ არავის გამოუთქვამს. ჩვენ არაფერს ვფიქრობთ, ჯერჯერობით დგას და ინვესტორი არავინ არ არის.”
კითხვაზე, რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები ცირკის შესყიდვით, პატარკაციშვილი კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ის 2019 წელს მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ ცირკის შენობისთვის სტატუსის შეცვლა არ შეიძლება, შესაბამისად, პოტენციურ მყიდველს შენობით დაინტერესებისგან ეს აბრკოლებდა.
ცირკი 1939 წელს აშენდა. შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ობიექტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმაც, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.
2017 წელს, როცა პატარკაციშვილების ოჯახმა ცირკი გასაყიდად გამოიტანა. მაშინ Colliers International Georgia-ში აცხადებდნენ, რომ მისი ფასი 18 მლნ დოლარი იყო.