ბიზნესი
31/05/2022

მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი: 2 კვირაში ზეთი ისევ გაძვირდება

1-ლი ივნისიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე ზრდის.

როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთის ეს გადაწყვეტილება და იგეგმება თუ არა პროდუქტზე ფასის ცვლილება ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი საუბრობს.

"ალფა" ზეთის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. მისი ინფორმაციით, 1 ბოთლი (1 ლიტრი) ზეთის ფასი ამჟამად საშუალოდ 7.50 ლარია,  დაახლოებით 2 კვირაში კი ზეთის ფასი დაახლოებით 30 თეთრით გაძვირდება.

„ახლა ძველი ფასით ვყიდით, თუმცა, როგორც კი ახალ შესყიდვას განვახორციელებთ, შევიძენთ გაძვირებული ფასით,“ - აცხადებს ციხისთავი.

შეგახსენებთ, რუსეთმა ომის შედეგად ზეთზე საექსპორტო გადასახადი რამდენჯერმე გაზარდა, რომლის ასახვაც ქართულ რითეილ სექტორში მყისიერად ხდება. 

მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი  მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მარტში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის მარტში ქვეყანაში 3 313 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 4.6 მლნ დოლარი, აქედან უმეტესი წილი (4 მლნ დოლარი) რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში უმსხვილესი იმპორტიორი აზერბიაჯანი გახდა, საიდანაც ქვეყანაში 271 ტონა ზეთი შემოვიდა. სულ ქვეყანაში მარტში 821 000 დოლარის (511 ტონა) ზეთია იმპორტირებული. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023