ბიზნესი
01/06/2021

Mypark-ი ავტომობილის მფლობელებს ინოვაციური პარკირების სისტემას სთავაზობს  

Mypark-ი ქართული კომპანიაა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს პარკირების ინოვაციურ სისტემას სთავაზობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებლები ზურაბ ქობელაშვილი და გიორგი დვანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პარკინგით სარგებლობენ, ამიტომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ქართველ მომხმარებელს დისტანციური მართვის პარკინგი შესთავაზეს.

Mypark-ის ინდივიდუალური ბარიერი პულტით იმართება, რომელიც დაბრკოლების გარეშე სიგნალს 25-60 მეტრადე გადაცემს. სამართავად მარტივია და რაც მთავარია, მომხმარებლს თავის განკუთვნილ საპარკინგე ადგილს თავისუფალს უნარჩუნებს. მოწყობილობას მოყვება 2 პულტი, ასევე შესაძლებელია პულტების გამრავლება, რომ ოჯახის რამდენიმე წევრმა ან კომპანიის რამდენიმე პირმა ისარგებლოს, თუ რა თქმა უნდა, თვითონ არ შეუშლიან ხელს ერთმანეთს. ასევე, გვაქვს დაზიანებული მოწყობილობის აღდგენის მომსახურება, მაგრამ ეს დამოკიდებულია მყიდველთან დადებული ხელშეკრულების პირობებზე ან კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნაზე,“– აღნიშნავს, გიორგი დვანაძე. 

Mypark-ის მოწყობილობის მართვა შესაძლებელია ავტომობილიდან. მისი ელემენტი 3-4 თვე ფუნქციონირებს (სრული დამუხტვით - 3 სთ), არის წყალგამძლე, აქვს განგაშის ფუნქცია, ავტომობილის გადავლის შემთხვევაში 3.5 ტონამდე ზეწოლას უძლებს და მონტაჟდება მარტივად.

„ჩვენი მომხმარებელები, როგორც ფიზიკური პირები, ისე სამშენებლო და სხვადასხვა მსხვილი კომპანიები არიან. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მომხმარებელს Facebook გვერდის საშუალებით შეუძლია. პროდუქტი არის ჩინური წარმოების, ვთანამშრომლობთ გამოცდილ მწარმოებელთან, რომლის ხარისხი ყოველთვის აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. პროდუქტის ღირებულება მონტაჟით ამჟამად 400 ლარია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეეგად დავადგინეთ, რომ მსგავსი ტიპის პროდუქცია ბაზარზე არ არსებობდა,“– ამბობს ზურაბ ქობელაშვილი.

Mypark-ის ინდივიდუალური ბარიერები 2019 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, კომაპნია გეგმავს უფრო მრავალფეროვანი გახადოს პროდუქციის ჩამონათვალი და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება მისცეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023