შოთა წერეთელის ფოტოგრაფია
ბიზნესი
21/06/2022

მუსიკის ფესტივალი "როკვა" წელს პანდემიისგან მიყენებული ზარალის კომპენსირებას შეეცდება

მუსიკის ფესტივალი „როკვა“  წელს 3 დღიანი იქნება და კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზარალის კომპენსირებაზე იქნება მიმართული.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფესტივალის ორგანიზატორმა ელენე გრძელიძემ განუცხადა, ფესტივალი რაჭაში, შოვში იმართება და ის  როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრისთვის ერთნაირად მიმზიდველია.

ფესტივალის ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ თუ 2020 წელს რაჭამ აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში 5 000-მდე სტუმარს უმასპინძლა, წელს ეს რაოდენობა  10 000-მდე გაიზრდება.

კითხვაზე, რამდენად მომგებიანია „როკვა ფესტივალი“, გრძელიძე აღნიშნავს, რომ ეს არის საქმე, საიდანაც მყისიერი მოგება არ დგება.  

„თუმცა, ამ ყველაფერს სწონის ის დიდი საქმე, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ადგილზე ძალიან განვითარდა HoReCa სექტორი, ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი სახლების საოჯახო სასტუმროებად მოწყობა და ასე შემდეგ. გაიხსნა კაფეები. აღარაფერს ვამბობ  მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან რაჭაში ჩასვლა უკვე 3.5 საათშია შესაძლებელი,“-აცხადებს გრძელიძე.

მისივე ინფორმაციით, წელს სამივე დღის ბილეთის ფასი 130 ლარიდან 190 ლარამდეა. 1 დღის ბილეთის ფასი და 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. ბილეთები ამჟამად ონლაინ იყიდება, თუმცა,  უახლოეს მომავალში ფიზიკური გაყიდვების წერტილიც ამოქმედდება.

მუსიკის ფესტივალი „როკვა“   რაჭაში 2019 წელს ყოველწლიურად იმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023