ბიზნესი
20/06/2022

მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ ოპტიმიზაციასა და რებრენდინგზე მუშაობს

მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და რებრენდინგს კიდევ ერთხელ აანონსებს, მინისტრთა კაბინეტმა საკითხზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს, ფონდს მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერის როლში იქნება, სამეყვალყურე საბჭო კი, ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი არის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა, ასევე აქციონერის და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების გამიჯვნა.

საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და მოდერნიზაცია კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირებით ხელს შეწყობს უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023