ბიზნესი
24/03/2020

მთავრობა საკარანტინე სივრცეების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს

მთავრობა საკარანტინე სივრცეების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს და სასტუმროებს გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ პრაქტიკულად უკვე კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმზეა ქვეყანა გადასული, რაც საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო ზონაში მოხვედრას გულისხმობს. ანუ – თუ აქამდე კარანტინში ხვდებოდნენ ის მოქალაქეები, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, ახლა უკვე კარანტინს გაივლის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა.

დღეის მდგომარეობით, 3000-მდე ადამიანია ერთდროულად მოთავსებული სხვადასხვა სასტუმროში, თუმცა, ხვალიდან საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობას 40-მდე სასტუმროსთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და მათ საკარანტინე ზონებად იყენებს.

Businesspartner