ბიზნესი
16/11/2021

მთავრობა მსხვილი საინვესტიციო პროექტების უცხოელი ინვესტორებისთვის შეთავაზებას გეგმავს

მთავრობა მსხვილი საინვესტიციო პროექტების უცხოელი ინვესტორებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორთან არიელ მალარდ დე როტშილდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  მთავრობის ეკონომიკური გუნდი მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ინტენსიურად მუშაობს და უცხოელი ინვესტორებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია როგორ ტურისტულ, ასევე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის ფინანსური ცენტრების შექმნაზე.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.

Businesspartner