ბიზნესი
26/04/2022

მთავრობა მშენებლებისთვის ფასების ინდექსაციის შემოღებაზე მუშაობს

მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის შემოღებაზე მუშაობს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთავრობა შესაბამის განკარგულებას გამოსცემს. 

"ინდექსაცია ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, 18 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მასშტაბური პროექტებისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა ყოველთვის გულდასმით უყურებს სექტორის პრობლემებს და დამტკიცდება შესაბამისი განკარგულება. ინდექსაცია გავრცელდება მიმდინარე ხელშეკრულებებზეც, რაც, როგორც წესი არ ხდება ხოლმე გარკვეული გარემოებების გარდა, მიმდინარე და გამოცხადებულ ტენდერებზე. პროცესში ჩართულია ასევე სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამუშავებს ინდექსის დადგენის მეთოდოლოგიას, რომელიც საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისი იქნება. აღნიშნული ნორმის ამოქმედება მომართვის შემთხვევაში მოხდება", - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. 

 

 

Businesspartner