ბიზნესი
04/10/2021

მთავრობა "მოსავლის მართვის კომპანიას" ₾14 მლნ-ით დაასუბსიდირებს

„მოსავლის მართვის კომპანიას" მთავრობა სუბსიდიის სახით 14 მლნ ლარს გამოუყოფს.

მთავრობამ განკარგულება უკვე დაამტკიცა, მიზანი კახეთში 27 აგვისტოს და 2 სექტემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების დაფინანსებაა.

“მოსავლის მართვის კომპანია” 2020 წლის 4 აგვისტოს დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მისი 100%-იანი წილის მფლობელი ქონების ეროვნული სააგენტოა, თუმცა წილის მმართველი სოფლის განვითარების სააგენტო.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მთავრობის განკარგულებით, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, ჯამში 258 დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული 294 უძრავი ქონება გადაეცა.


Businesspartner