ბიზნესი
04/04/2022

მთავრობა ჰესების ასაშენებლად ბიზნესს შეთავაზების პაკეტს წარუდგენს

მთავრობა, ჰესების ასაშენებლად, ბიზნესს, მომავალ კვირას შეთავაზების პაკეტს წარუდგენს. 

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროა ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. ჰესების აშენების ტემპი უნდა დაჩქარდეს. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს. ვფიქრობ, მომავაკ კვირაში მექნება საშუალება, ეს შეთავაზება ბიზნესს გავუკეთო, იმისთვის, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას. 

წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანას და ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგროდამოუკიდებლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.