ბიზნესი
02/10/2020

მთავარია, გქონდეს სურვილი, რომ იდეებს ხორცი შეასხა და ის ფულად აქციო - ახალგაზრდა მეწარმე

25 წლის ნათია ჩახუნაშვილმა, რომელსაც ქუთაისში საკუთარი ბურგერ–ბარი White House Burger–ი აქვს, თავისი ბიზნესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ , USAID- Yes Georgia მხარდაჭერითა და დაფინანსებით განავითარა. როგორც ნათია ამბობს, პროექტმა შესაძლებლობა მისცა მაღალ სტანდარტზე აეყვანა როგორც  გასაყიდი პროდუქტის ტექნიკური მომზადების მხარე, ასევე მომსახურება.

„მინდა ყველა დამწყებ მეწარმეს ვუთხრა ან მათ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ნაბიჯის გადადგმას, მთავარია საკუთარ თავში იპოვო სურვილი, მოტივაცია და ძალისხმევა, რათა საკუთარ იდეებს ხორცი შეასხა და ფულადაც აქციო იგი,“ - ნათია ჩახუნაშვილი.

White House Burger არის პირველი ბურგერ-ბარი ქუთაისში, რომელმაც  არათუ დაიმკვიდრა თავი, არამედ თავად შექმნა ეს ბაზარი, რომელიც ადგილობრივებისთვის აქამდე არ იყო დიფერენცირებული სხვა კვებითი რესტორნებისგან.

„ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ბურგერია, რომელიც ფასებისა და ასორტიმენტის შესაბამისად, თითქმის ყველა სოციალური სტატუსის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. როგორც ყველა დამწყებს, მეც მომიწია რიგი სირთულეების გადალახვა. იყო შიშის ფაქტორიც - გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და თავად შემექმნა პროდუქტი, რომელიც ქუთაისის მაცხოვრებლისა თუ სტუმრისათვის, საინტერესო სასარგებლო და გემრიელი უნდა ყოფილიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ფიქრები მხოლოდ მაფერხებდა, რადგან საკმარისი პოტენციალი, ძალისხმევა და მონდომება მქონდა გავმხდარიყო წარმატებული ქალი მეწარმე,“ – ამბობს White House Burger– ის დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022