ბიზნესი
22/09/2022

მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მეღვინეებისთვის საქართველოში

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. 13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. გაზაფხულის მიწურულს, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ახლა უკვე ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

 “მსოფლიო მასშტაბით არაერთ ღვინის საერთაშორისო კონკურსს ვიცნობთ, თუმცა IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით. IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ღვინის სფეროში, რათა მსოფლიომ გაიცნოს. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. ჟიურს, რომელიც ღვინოს აფასებს მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენენ. კონკურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას,“ - აღნიშნავს  IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.

კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.

"საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და .. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შეეძლებათ წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი. უკვე გამოცხადდა IWS-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რომელიც 7 ოქტომბრამდრ გაგრძელდება, ხოლო მეღვინეებმა ნიმუშები უნდა წარადგინონ ღვინის ეროვნულ სააგენტოში,“ –ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი არ დამთავრდება 15 ოქტომბერს, ორგანიზაცია ქართული ღვინის პოპულარიზაციას 1 წლის განმავლობაში გააგრძელებს, მათ ყველა პლატფორმაზე და სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.