ბიზნესი
24/03/2022
მშენებლობა ერთ წელში 13.6%-ით გაძვირდა
მშენებლობა გაძვირდა, წლიურად 13.6%-ით. მშენებლობის გაძვირებაზე სამშენებლო მასალებზე ფასების მატება განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს.
2021 წლის მეოთხე კვარტალში სამშენებლო მასალები წლიურად 17.4%-ით გაიზარდა, რაც 9.64%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
გარკვეულ როლს თამაშობს ხელფასების მატებაც, ხარჯი მშენებლებს წლიურად 6.6%-ით გაეზარდათ.
საწვავის ელექტროენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯი 23%-ით არის გაზრდილი, ინდექსის ცვლილებაზე გავლენა 0.26%-ული პუნქტია.