ბიზნესი
24/02/2021

Move - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.

„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ, რომ მე გამეკეთებინა. მინდოდა შემექმნა სპორტი თამაში, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც, ცხადია, კანონის ფარგლებში. გონებაში გავაერთიანე აბსოლუტურად ყველა თამაში, რაც კი მანამდე მითამაშია და ბოლოს ეს პროექტი მოვიფიქრე. სახელზეც ბევრი ვიფიქრეთ თუმცა საბოლოოდ თამაშს Move დაერქვა, იუზერებს კი - Movers,“ – აღნიშნავს ასლან ცივაძე.

თამაშში ორი მისიაა: Free Campaign, რომლის თამაშიც უფასოდაა შესაძლებელი და Tournament–ი.  თამაშის დროს, მოთამაშეს ეხსნება თავისი ლოკაციის, მაგალითად, თბილისის, ბათუმის, და ა.შ. რუკა და უვარდება პინები. მისი მისიაა აიღოს პინი და დააგროვოს ქულები, რომელთა გადაცვლა ერთჯერადად შესაძლებელია Tournament-ის თამაშისთვის. დასაწყისისთვის პინები იყო დასმული ეკლესიებზე, თუმცა დაემატა მას სტადიონების, მუზეუმების, საინტერესო შენობების ტურები. ეს თამაში თავისი არსით უფრო მეტად შემეცნებითია და ორიენტირებულია საკუთარი ქალაქის/რეგიონის უკეთესად გაცნობაზე.

რაც შეეხება Tournament-ს, დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა უნდა შეიძინოს 1-6-12-თვიანი პაკეტი შესაბამის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის 8 დოლარად და ჩაერთოს თამაშში. თამაშის ამ ვერსიაში არის ლიდერბორდი, სადაც ასახულია რეიტინგი. ჩემპიონატის ბოლოს, რომელიც ყოველ 2 კვირაში მთავრდება (თვეში 2-ჯერ) გამარჯვებულები დაჯილოვდებიან საპრიზო თანხებით, რომელიც იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენ მონაწილეს აქვს შეძენილი თამაშის ფასიანი პაკეტი.

ასლან ცივაძის თქმით, გუნდის არც ერთი წევრი ოფიციალური CV-ებით და სტანდარტული გასაუბრებებით არ შერჩეულა. ყველა მათგანი, თავთავიანთ სფეროში წამყვანი სპეციალისტია: ვებდეველოპერები, მარკეტინგის სპეციალისტები, დიზაინერები, ფინანსური მენეჯერები, იურისტები.

„ძალიან მიყვარს ადამიანების შესწავლა და მათზე, ასე ვთქვათ, რაღაც სცენარების დახატვა გონებაში. როცა პროექტის ჩარჩო რაღაცნაირად ჩამოყალიბდა, სათითაოდ დავუკავშირდი თითოეულ მათგანს და მოვუყევი პროექტის შესახებ. ერთი სული მქონდა საქართველოში დავბრუყნებულიყავი და ჩემნაირი ფანტაზიორი ადამიანები მეპოვა რომ დამეწყო ის რაც არამხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს არავის არ უცდია. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის გაშვებიდან პირველ ორ დღეში საკმაოდ ბევრი ადამიანის დაინტერესდა. 2 კვირის თავზე, უკვე გვყავს 2500+ რეგისტრირებული მემბერი, ხოლო 3000–ზე მეტმა გადმოწერა აპლიკაცია. თამაში გაცილებით გლობალურია, ვიდრე - ლოკალური. კომპანიის მისია მსოფლიოს ამოძრავებაა. “Move”-ის მიზანი მომდენო წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 40 000–ზე მეტი, ხოლო მსოფლიოს მაშტაბით 1 000 000 მომხმარებელის შეძენაა,“– თქვა Lets Move Now -ს ელექტრონული თამაშის ავტორმა.