ბიზნესი
01/09/2022

"მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოთში განთავსებულ მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა.

2022 წელს 25 თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანია არ იყენებდა აირმტვერდამჭერი გამწმენდ მოწყობილობას. შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა.

2022 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

საწარმოს ეზღუდება საქმიანობის, მეტალურგიული წარმოების, განხორციელება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.  მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად; ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023