ბიზნესი
29/06/2022

"მონდო" - ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია აშშ-ში

ყავის მწარმოებელ კომპანია "მონდო" გაფართოვდა, კომპანიამ ცოტა ხნის წინ იტალიური სრულიად ავტომატიზებული შესაფუთი ხაზები დაამატა, რის შემდეგადაც წარმადობა 40%-ზე მეტით გაზარდა.

კომპანია, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, საქართველოში წარმოებული ყავა ექსპორტზე აშშ-ში გააქვს და პროდუქციას კალიფორნიაში მდებარე საკუთარ ფილიალში ყიდის. კომპანია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს, გახსნილი აქვს ბრენდ-ფილიალებიც, სადაც საკუთარი ყავის რეალიზებას ახდენს.

ყავის საწარმო „მონდო“ სააგენტოს ინდუსტრიული კომპონენტის ბენეფიციარია. საწარმო სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. პროექტში 5 მილიონ ლარის ინვესტირება განახორციელა და დღეისთვის 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, კომპანია „მონდო“ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო კერძო ბიზნესმა სახელმწიფო პროგრამისა და სახელმწიფოს მეშვეობით გაწეული დახმარებით არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისება, არამედ ისეთი მსხვილ ბაზარზე გასვლა, როგორიც ამერიკული ბაზარია.

„ჩვენი სააგენტოს პროგრამის ფარგლებში „მონდომ“ ასევე შეძლო გაფართოება და საწარმოს ახალი, იტალიური სრულიად ავტომატიზებული შესაფუთი ხაზები დაუმატა, რის შემდეგადაც წარმადობა 40%-ზე მეტით გაზარდა. „მონდოს“ საქმიანობა ნათელი დასტურია იმის, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი პროგრამები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროგრამის დახმარებით „კომპანიამ“ შეძლო პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე გატანა და იქაურ მილიონობით მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ყავა“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023