ბიზნესი
20/04/2021

მომხმარებელი ეკონომ კლასის უძრავ ქონებას ირჩევს

„ლოგიკურია, რომ ასეთი პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის დროს პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. ეკონომ მიმართულებაზე კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია," - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „არსის“ გენარალურმა დირექტორმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს უძრავ ქონებას ინვესტიციის მიზნით აღარ ყიდულობენ.

„ადამიანს საჭიროება თუ აქვს ბინის ყიდვის, რა თქმა უნდა, ყიდულობს. დღეს ბინას ინვესტიციისთვის, გასაქირავებლად არ ყიდულობენ, ეს ძალიან ლოგიკურია და მოსახლეობის რაიმე განსაკუთრებული ქცევა არ შეინიშნება,“ - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

Colliers International-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის მარტში წინა ორი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა ეკონომ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა. პრემიუმ სეგმენტის ბინებზე კი მნიშვნელოვნად შემცირდა.
კვლევის მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით, 2019-თან შედარებით კი 37%-ით გაიზარდა.

„რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 33%-ით გაიზარდა 2020-თან შედარებით, 2019-თან შედარებით კი 9%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2020 და 2019 წლებთან შედარებით შესაბამისად 20%-იანი და 17%-იანი კლება განიცადა," - აღნიშნულია კვლევაში.

Businesspartner