ბიზნესი
12/02/2021

"მივესალმები თუ ბიზნესომბუდსმენის შერჩევისას გენდერული ბალანსი იქნება გათვალისწინებული"

„ის ადამიანი, რომელიც ბიზნესომბუდსმენად შეირჩევა ბიზნესთან კარგი კომუნიკაციის უნარით უნდა გამოირჩეოდეს“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ნატახტარის“ მწარმოებელი „ეფ-ეს-საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა განუცხადა.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, დასახელებულ კანდიდატს ბიზნესის პრობლემები ძალიან კარგად უნდა ესმოდეს.

„აუცილებელია, რომ შეირჩეს სწორედ ისეთი კანდიდატი, რომელსაც ბიზნეს საზოგადოება პატივს სცემს, იცნობს, რომელმაც იცის ჩვენი პრობლემები და ასევე, თუ შერჩევის პროცესში გენდერული ბალანსის დაცვაც იქნება გათვალისწინებული, მივესალმები,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, კონსულტაციების გზით ახალი კანდიდატის შერჩევა კერძო-საჯარო ურთიერთობებში წინ გადადგმული ნაბიჯია.

„თუ ბიზნესი წარვადგენთ და სწორედ ერთმანეთთან კონსულტაციების გზით შევარჩევთ ახალ კანდიდატს იქნება ძალიან კარგი პრაქტიკა. კერძო-საჯარო ურთიერთობაში კი წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შეიძლება კანდიდატი იყოს ბიზნესიდან ან ბიზნესთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან, ამ ადამიანთა წრე არის ძალიან ფართო,“ - განაცხადა „ნატახტარის“ მწარმოებელი „ეფ-ეს-საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ახალ ბიზნესომბუდსმენს ეძებს. „ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, მსხვილ ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კერძო სექტორს შესაფერისი კანდიდატურის დასახელება სთხოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022