ბიზნესი
23/07/2021

მიტანის სერვისის კომპანია "არიქა" ინვესტორს ეძებს

გურიაში, 4 თვის წინ ამოქმედებული მიტანის სერვისის კომპანია „არიქა“ ინვესტორს ეძებს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი მდინარაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიზანი კომპანიის განვითარებაა, რისთვისაც დაახლოებით 50 000 -100 000 ლარია საჭირო.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კომპანიის განვითარებისთვის აუცილებელია მობილური აპლიკაციის შექმნა და საამისო ფინანსები ამ დროისთვის „არიქას“ არ გააჩნია.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ბაზარზე არსებულ მსხვილ მოთამაშეებთან (GLOVO, WOLT) თანამშრომლობას, მდინარაძე განმარტავს, რომ გააჩნია შეთავაზებას, თუმცა, თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ თანამშრომლობა „არიქასთვის“ პროგრესის მომტანი იქნება.

„გავყიდით წილს თუ რა ფორმოთ მოხდება ინვესტორება, ეს მოლაპარაკების საგანია. ამ დროისთვის მომსახურებაზე შეკვეთას ტელეფონით ვიღებთ და ვთანამშრომლობთ გურიაში არსებულ თითქმის ყველა კომერციულ ობიექტთან, მათ შორის, რესტორნებთან, სასტუმროებთან, აგრარულ ბაზართან, აფთიაქებთან. რაც შეეხება ტარიფებს, ოზურგეთში მიტანის ღირებულება 3 ლარია, სოფლებში კი ტარიფი განსხვავებულია  და  5-25 ლარის ფარგლებში მერყეობს,“-აცხადებს მდინარაძე.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის „არიქას“  3 მოპედი და ავტომობილი ჰყავს. რაც შეეხება  მოთხოვნას, მდინარაძე განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებლებს რა გათვლაც ჰქონდათ, ის შესრულებულია, თუმცა, რეგიონში მაინც დგას ცნობადობის პრობლემა, რომელზეც კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022