Mismie - პირველი მათრობელა კარტი საქართველოში
Mismie პირველი მათრობელა კარტია საქართველოში. კომპანიის დამფუძებელი დავით ხურცილავა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ Mismie სულ უფრო აქტუალური ხდება ქართველ მომხმარებელში და მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
„Mismie-ს იდეა 2020 წლის თებერვალში გაჩნდა, როდესაც მეგობრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ ქართული ტრადიციული სუფრის და სადღეგრძელოების მაგივრად, რაიმე ორიგინალური გზა მოგვეძებნა დასალევად. შემდეგ მოგვივიდა იდეა, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობდა მსგავსი პროდუქტი და ასე შეიქმნა მათრობელა კარტი. აპრილში უკვე მთლიანად გვქონდა აწყობილი დასტა, დავბეჭდეთ მცირე რაოდენობით და ჩავუჩვით გაყიდვაში. კარტის შეძენა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს.
მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ პირველივე თვეს მოგვიწია 2 ახალი ტირაჟის დაბეჭდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა იდეამ გაამართლა. გვაქვს ოთხი სახის კარტი, მათ შორის +18 და წყვილებში სათმაშო. უკვე წარვადგინეთ ახალი პროდუქტი „დამპლური თამაში“, რომელშიც დახასიათებები წერია, მაგალითად, ვისაც ყველაზე მეტად ერგება კონკრეტული მახასიათებელი სვამს ყოველ ჯერზე,“– აღნიშნავს დავით ხურცილავა.
Mismie–ს კარტის შეძენა სოციალური ქსელით, ასევე სხვადასხვა ონლაინ გაყიდვების პლატფორმებითაა შესაძლებელი. კომპანია პანდემიის შემდეგ მოლებში სტენდ–მაღაზიების გაკეთებას გეგმავს. დამფუძნებლის თქმით, 1.5 თვეში 2000–მდე ადამიანს ჰქონდა შეძენილი მათრობელა კარტი და ახლა უკვე 5000-მდე მომხმარებელს. კომპანიის ფეისბუქ გვერდის კონტენტზე სარეკლამო კომპანია S media ზრუნავს.
„გავაკეთეთ კარტის უცხოური ვარიანტი, რომელიც სხვა ქვეყნის მოთამაშეებს გართობასთან ერთად საქართველოზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის. ველოდებით საზღვების გახსნას. ვაპირებთ, თანადაფინანსების კონკურსებში მონაწილეობის მიღებასაც,“ – განმარტავს დავით ხურცილავა.