მიშო ავსაჯანიშვილი Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტი გახდა
მიშო ავსაჯანიშვილი Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტად აირჩიეს.
Bocuse d'Or-ის ცნობით, მიშო ავსაჯანიშვილმა Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტობის არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, ის 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს Bocuse d'Or Georgia-ს მზარეულთა გუნდს და წარადგენს ქართულ გასტრონომიას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტის საქმიანობა გულისხმობს, რომ კულინარიული პედაგოგი გუნდის წევრებს უნდა უზიარებდეს ცოდნას, გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, როგორც განსაზღვრულია ქვეყნის განათლების დეპარტამენტის, სასწავლო ინსტიტუტების, კულინარიის ფედერაციისა და Bocuse d'Or-ის სტანდარტების შესაბამისად.
კულინარიული მასტერკლასი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 120 საათიან პაკეტს. ასევე, უზრუნველყოს ადგილობრივი კვების სტანდარტის ხარისხის კონტროლი და პროფესიონალურ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და განსაზღვროს გასტრონომიის 2-წლიანი პოლიტიკა და განვითარების გეგმა.
Bocuse d'Or არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული შეჯიბრი, რომელიც შეფ პოლ ბოკუსის სახელით, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება.