ბიზნესი
18/01/2022

MINIMA-მ ჭურჭელზე ილიას "ბედნიერი ერი" და "ვეფხისტყაოსანი 2" ოქროს ასოებით დაპრინტა

ვეფხისტყაოსნის, ჰანა და ჰაიდეგერის, ბალზაკის, ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის და ილია ჭავჭავაძის „პასუხის პასუხის“ შემდეგ, კონცეპტუალურ ჭურჭელზე ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“ და „ვეფხისტყაოსანი 2 დაიპრინტა. პროექტის ავტორი კომპანია MINIMA-ა. ბრენდს კი „თქმა-ლანკანი“ ჰქვია.

კომპანიის დამფუძნებელი, თამთა რაბათელი  “ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ჩაის/ყავის ჭურჭელზე დაპრინტული სერვირების თითოეული ელემენტი შესაძლებელია ცალკეული მომხმარებლისთვის სადღესასწაულო სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

მისი ინფორმაციით, უკვე გაყიდვაშია ოქროს ვარაყი 999 სინჯით მინაზე ("ვეფხისტყაოსანი" და ილიას "ბედნიერი ერი"). პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

რაც შეეხება ფასებს, რაბათელის ინფორმაციით, გაზრდილმა მასშტაბებმა და რაოდენობების ზრდამ, განაპირობა ფასის შედარებით შემცირება. თუ მასშტაბის გაზრდამდე  6 კაციანი ჭურჭელის (სრული სერვირებით)  ფასი 1700 ლარი იყო, ახლა შესაძლებელია იგივე რაოდენობის 850 ლარად შეთავაზება.

ვეფხისტყაოსანი 2-ის კომპლექტაცია: 6 ცალი ღვინის ჭიქის ფასი 223 ლარია (მოცულობა: 460 მლ, ოქროს ვარაყი: 999 სინჯი,შეფუთვა: პრემიუმი).

„გაყიდვებს 100%-ით ონლაინ ვახორციელებთ. მოოქროვილი ლანკანი ფეისბუქზე დადებიდან 20 წუთში გაიყიდა. ჩვენი პროდუქცია შეიძინეს ამერიკაშიც,“ - აცხადებს რაბათელი.

მისი ინფორმაცით, თქმა-ლანკანი იბეჭდება როზენტალის და ვილმაქსის ბრენდებზე. ერთეულის ფასი 15 ლარიდან იწყება და ყველა ტიპის საფასო სეგმენტზეა მორგებული.

MINIMA-მ 2015 წელს  ბაზარზე ინოვაციური სერვისი Design objects Management-ი დანერგა, ანუ უძრავი ქონების (როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული დანიშნულების) კეთილმოწყობის და შემდგომი განვითარების სერვისი. 

ეს სერვისი გულისხმობს პროფესიონალურ კონსულტირებას და მართვას, ფინანსური სახსრების რაციონალურ და ეფექტურ ხარჯვაზე, შემდეგი მიმართულებებით: ავეჯი; განათება, დეკორი, აქსესუარები, საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ტელე და აუდიო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული დიზაინის ნივთები, ჭურჭელი, ტექსტილი, ხალიჩები, ფარდები, საკოლექციო ნივთები, ფერწერა, წიგნები, ფოტოხელოვნების ნიმუშები, ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენ გარემოს კეთილმოწყობილს ხდის და თქვენ ინდივიდუალურ იმიჯს უზრუნველყოფს.