ბიზნესი
30/08/2022

"მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში ქვეყანას უპრეცედენტო რაოდენობის ახალი მეწარმე შეემატება"

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის - 1 338 ახალი პროექტი გახდა გამარჯვებული.

„მოხარული ვარ, რომ წელს სახელმწიფოს დახმარებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანას უპრეცედენტოდ მზარდი რაოდენობის - ათასზე მეტი ახალი ბიზნესი შეემატება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ უფრო მეტ ბიზნესიდეას ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით იდეების რეალიზებაში, პროდუქტების დივერსიფიცირებასა და ექსპორტზე გატანაში. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა შორის წელს საგრძნობლად გაიზარდა მეწარმე ქალების რაოდენობა და გამარჯვებულთა 50 პროცენტი სწორედ ქალები არიან. ვულოცავ პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს და ვუსურვებ მათ წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობასა“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.

2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023