ბიზნესი
01/05/2020
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 30 მლნ-ით იზრდება
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით იზრდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა ბიუჯეტის მოცულობა 10-დან 40 მილიონ ლარამდე იზრდება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა კი 30 ათასი ლარი იქნება.
” ჩვენ შევამცირეთ ბენეფიციარის თანამონაწილეობის მაქსიმალური მოთხოვნა 20 დან 10 პროცენტამდე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა,რომ პროგრამის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს,შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს,” – განმარტა ნათია თურნავამ.