მიხო სვიმონიშვილის კომპანია კარაქის და იოგურტის წარმოებას იწყებს
დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით კარაქის და იოგურტის წარმოების დაწყება იგეგმება. განიხილება, კიდევ რამდენიმე სახეობის რძის პროდუქტების წარმოებაც.
პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, რამდენიმე თვის წინ ამოქმედებულ ქარხანაში, კარაქის და იოგურტის წარმოება 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყება და ის ყველის მსგვსად, „კავკასიის“ სავაჭრო ნიშნით გაიყიდება.
როგორც ცნობილია, დმანისში, შვეიცარიული ტექნოლოგიით უკვე იწარმოება 4 დასახელების ყველი, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლის იანვრიდან გამოჩნდება.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.