ბიზნესი
25/07/2022

მიხო სვიმონიშვილის კომპანია იოგურტის წარმოებას სექტემბრიდან დაიწყებს

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით იოგურტის წარმოება სექტემბრიდან დაიწყება. მომავალი წლის ზაფხულში დაგეგმილია კარაქის წარმოებაც.

პროექტს ახორციელებს  შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, იოგურტის წარმოების დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დადგეგმილი, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გართულებული ლოგისტიკური ჯაჭვის გამო, საჭირო დანადგარების ჩამოტანა/მონტაჟი გაჭიანურდა.

რაც შეეხება კარაქის წარმოებას, ამ დრომდე კომპანია რძის ხარისხის ამაღლებაზე იმ ფერმერებთან მუშაობს, ვისგანაც სამომავლოდ რძეს ჩაიბარებს.

როგორც მახარაძე აღნიშნავს,გასულ წელს ამოქმედებულ ქარხანაში წარმოებული კარაქი და იოგურტი  ყველის მსგვსად, „კავკასიის“ სავაჭრო ნიშნით გაიყიდება.

როგორც ცნობილია, დმანისში, შვეიცარიული ტექნოლოგიით უკვე იწარმოება 4 დასახელების ყველი.

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023