ბიზნესი
22/02/2022

მიხეილ კუკავა: საგადასახადო შეღავათი ამახინჯებს ბაზარს

საგადასახადო შეღავათების ნაწილის გაუქმების ინიციატივას ეკონომისტები დადებითად აფასებენ.

PMCG-ის ეკონომისტის მიხეილ კუკავას შეფასებით, შეღავათი გამონაკლისი უნდა იყოს და აუცილებელია მოხდეს შეფასება რა სარგებელს იღებს დაწესებული შეღავათით სექტორი და გაანალიზდეს მისი ბაზარზე გავლენა.

მიხეილ კუკავას განმარტებით, შეღავათი ცალკეულ სექტორში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს, თუ ის ბაზარზე კონკურენციას არ აფერხებს.

"კარგია, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ივიწყებს ამ ინიციატივას. რთულია იმის თქმა რომელი მათგანი უნდა გაუქმდეს, რადგან არ ვიცით რა შედეგები აქვს ამ შეღავათებს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს შეღავათები არის კოტრპროდუქტიული. როგორც წესი, შეღავათები ამახინჯებს ბაზარს და ზუსტად ბაზრის დამახინჯება არის მთავარი წუხილი შეღავათებთან დაკავშირებით. შეღავათების დაწესება შეგვიძლია მაშინ როდესაც ის ბაზარს არ ამახინჯებს და ბაზარზე სხვა მოთამაშე არ არის რათა ბაზარზე გაჩნდეს გარკვეული რაოდენობის მოთამაშე," - განმარტავს კუკავა.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც თანაბარი გარემო შექმნეს ყველა ეკონომიკური აგენტისთვის, უფრო სწრაფი და დინამიური განვითარება აჩვენეს. 

შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა დაანონსა, რომ სამინისტრო საგადასახადო შეღავათების ნაწილის გაუქმებაზე ფიქრობს. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს დასრულდება შეღავათების რაოდენობრივი შეფასება და დოკუმენტი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად იქნება წარდგენლი. შეღავათების ოპტიმიზაციაზე საჯარო დისკუსიაც დაიწყება.

Businesspartner