ბიზნესი
08/06/2021

მიხეილ ხიდურელი: პროგრამის "გადაიღე საქართველოში" რედიზაინი დასრულებულია

პროგრამის გადაიღე საქართველოში რედიზაინი დასრულებულია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სააგენტო „აწარმო საქართველოში“ ხელმძღვანელმა განუცხადა.

მიხეილ ხიდურელის განმარტებით, პროექტი მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„პროგრამის რედიზაინი შემიძლია გითხრათ, რომ დასრულებულია. მაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც პროგრამას წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას, ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს მოლოდინია ზოგადად მთავრობაშიც. რედიზაინის პროცესი დასრულებულია და უახლოეს კვირებში ვგეგმავთ წარვუდგინოთ მთავრობას,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

რაც შეეხება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ რედიზაინის დეტალებს, როგორც მიხეილ ხიდურელმა განმარტა, მასში კონკრეტული ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ვადებთან და თანხების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

„ხდება ბიუჯეტის უკეთესი დაგეგმვა, რადგან ფილმის გადაღებიდან ერთი წლის შემდეგ არის ანაზღაურება. ეს ჩვენ და ფინანსთა სამინისტროს გვიმარტივებს თანხების სწორად პროგნოზირებაის პროცესს. გიდასტურებთ, რომ სხვადასხვა ჰოლივუდური თუ არაჰოლივუდური სტუდიებიდან პროგრამის მიმართ ინტერესი ძალიან დიდის და ჩვენ მზად ვიქნებით, ახალი რედიზაინირებული პროგრამით ეს ინტერესი დავაკმაყოფილოთ,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლიდან მოქმედებდა. 2019 წელს კი პროგრამის რედიზაინის დაწყების მიზეზით, შეჩერდა.

Businesspartner