ბიზნესი
28/06/2022

მიხეილ ხიდურელი: ჰოლივუდის მსხვილი კინოსტუდიები საქართველოში ფილმების გადაღებას კვლავ განიხილავენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მსოფლიო კინოინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შეხვდა.

ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის მაღალი დონის შეხვედრებსა და კონფერენციებში, მათ შორის ამერიკელ პროდიუსერთა გილდიის შექმნილ პრესტიჟულ ღონისძიებაზე Produced By Conference.

მიხეილ ხიდურელის თქმით, ჰოლივუდში ვიზიტისას საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული შეხვედრები გაიმართა ფილმის მწარმოებელ ისეთ ლიდერ კომპანიებთან, როგორებიცაა Universal Pictures, HBO, Warner Bro, Disney, Paramount, Lionsgate და 20th Century Studios. მისივე განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს კინოინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და რელევანტური საჯარო-კერძო პარტნიორობები.

„ვიზიტის ფარგლებში, კონკრეტულ ფილმებსა და სერიალებზე აქტიური მოლაპარაკებები შედგა სამ მსხვილ სტუდიასთან, რომლებთანაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ. ჰოლივუდში ჩვენმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული იძულებითი შეფერხების შედეგად, საქართველო კვლავ რჩება ჰოლივუდური კინოინდუსტრიისთვის მიმზიდველ ლოკაციად განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც იყო „ფორსაჟი 9“. ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ საქართველოზე კვლავ საუბრობენ ჰოლივუდში და საერთაშორისო წამყვანმა კინოკომპანიებმა იციან, რომ საქართველო მზად არის მოქნილად და ეფექტიანად ითანამშრომლოს მსხვილ კინოსტუდიებთან და შეუქმნას მათ ყველა პირობა გადაღებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023