ბიზნესი
30/06/2022

მიხეილ ხიდურელი: ჩვენს მიერ თანადაფინანსებულმა ერთმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი მოუტანა ბიზნესს

"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაახლოებით 9 000 პროექტი განხორციელდა და 58 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა "პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის" პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. 

"თუმცა, მნიშნელოვანია რა დგას ამ სტატისტიკის მიღმა. ჩვენ შევაფასეთ თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა, რომელიც ჩვენ თანადაფინანსებით გავეცით და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია. თითო თანადაფინანსებულმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი დაუგენერირა ბიზნესს, ასევე თითო თანადაფინანასებულმა ლარმა 1.6-ჯერ მეტი ლარი შეიტანა მხოლოდ ერთ წელში გადასახადების სახით ბიუჯეტში და თითო ლარმა შექმნა დამატებით 5 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამები ახდენენ პირდაპირ სწრაფ და გაზომვად ეფექტს ჩვენს ეკონომიკაზე", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.

ჩატარებული ანალიზის თანახმად, ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან (2020 წელი) დღემდე დამტკიცებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 28 მილიონი ლარი, გაცემული სესხების/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებამ 2.6 მილიონი ლარი, ხოლო ნაზრდმა შემოსავალმა 40.3 მილიონი ლარი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023