ბიზნესი
23/07/2021

მიხეილ დუნდუა: სათამაშო ბიზნესი ეფექტური კონტროლის ქვეშ მოექცევა

სათამაშო ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება. ამ სფეროში მოქმედი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან თამაშობის ორგანიზატორებისთვის სერვისის ან პროდუქტის მიწოდების ნებართვა 2022 წლის 1 იანვრამდე აიღონ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით უკვე მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა განმარტავ, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ თამაშობის ორგანიზატორებს აზარტულ თამაშს ან მასთან დაკავშირებულ სერვისს ან პროდუქტს მიაწვდის, დაექვემდებარება ნებართვის აღებას და კონტროლის სისტემებში ჩართვას.

მისი თქმით, მოქმედი კანონით, ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში აწვდიან სერვისს თამაშობის ორგანიზატორებს, იღებენ ნებართვას და არიან კონტროლის ქვეშ, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომელებიც საქართველოდან საზღვარგარეთ აწვდიან ანალოგიურ სერვისს, არიან კონტროლის მიღმა და არ ექვემდებარებიან ნებართვის აღებას.

„სწორედ ეს ნაკლოვანება სწორდება შემოთავაზებული პროექტით და შესაბამისად, სრულად მთელი სფერო სათამაშო ბიზნესის მთელი სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა მიხეილ დუნდუა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022