ბიზნესი
16/03/2022

მეწარმეებმა შეღავათებით სარგებლობისთვის მერიაში განცხადება აპრილამდე უნდა წარადგინონ

თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შეღავათები პანდემიის პერიოდში იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას, გაცდენილი პერიოდის ვადის სახით აღდგენასა და სანქცია-საურავების ჩამოწერას გულისხმობს.

"ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ჩემი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ვიწყებთ მის განხორციელებას. ის ითვალისწინებს ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტისთვის მთელი რიგი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. იმ ადამიანებს, ვისაც გსურთ პროგრამაში ჩართვა, მინდა მივმართო, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ", - განაცხადა კახა კალაძემ.