ბიზნესი
06/06/2022

მეწარმეების ფინანსური განათლების თემაზე ინოვაციების ბანაკი გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს.

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, 5 კომერციული ბანკის - ბაზის ბანკის, თიბისი ბანკის, კრედო ბანკის, საქართველოს ბანკის, ტერაბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სის თანადაფინანსებითა და საქართველოს საბანკო ასოციაციის ჩართულობით ჩატარდა.

ინოვაციების ბანაკი მეხუთე წელია, რაც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-18 წლის 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ბანაკის მონაწილეებს კონსულტაცია გაუწიეს საბანკო-საფინანსო სფეროს მოწვეულმა ექსპერტებმა. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა კი ახალგაზრდებს  ფინანსური განათლების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ბანაკის მონაწილეების ამოცანა იყო  მეწარმეებისთვის ისეთი ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოფიქრება, რომელიც ხელს შეუწყობდა მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას, ბიზნესის ფინანსების სწორად დაგეგმვასა და მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტების გამოყენებას. ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა გუნდმა პროექტით - enhance.

ღონისძიების გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ.

 


"მოხარული ვართ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტთან ერთად, ტრადიციულად, წელსაც შევძელით ჩაგვეტარებინა ინოვაციების ბანაკი, რომელიც პრაქტიკული და სახალისო საშუალებაა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დასაინტერესებლად. ვფიქრობ, ამ ღონისძიების შედეგად, ახალგაზრდები არა მხოლოდ გუნდური მუშაობის, იდეების განვითარებისა და გამოწვევების გადაჭრის უნარებს შეიძენენ, არამედ ფინანსური განათლების საკითხების ირგვლივ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე - FinEdu.gov.ge თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023