ბიზნესი
27/06/2022

მესხური მინი სოფლის მოწყობა და "ქვევრის ლუდის" საფირმო მაღაზიის გახსნა გადაიდო

ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ „ვარძია“, ასპინძაში, მესხური მინი სოფლის მოწყობა და თბილისში “ქვევრის ლუდის“ საფირმო მაღაზიის გახსნა დროებით გადადო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, მიზეზი  ტურისტების სიმცირეა. ბიზნესმენი აღნიშნული პროექტების განხორციელებას მას შემდეგ გეგმავს, რაც  სიტუაცია სტაბილიაციისკენ წავა (იგულისხმება პოსტპანდემიური პერიოდი და რუსეთ-უკრაინის ომი).

„ტურისტული ბიზნესი ძალიან სენსიტიურია, თუ არ გაუმჯობესდა სიტუაცია არ ღირს. მითუმეტეს, რომ  ჩვენი მომხმარებლის 70% უცხოელია,“-აცხადებს ზედგენიძე.

როგორც ცნობილია, დაგეგმილია მესხური ოდის პროექტის განხორციელება, სადაც თავმოყრილი იქნება ძველი მესხური არქიტექტურა, ხის ბანიანი სახლებით.

„თუ სასტუმროზე მოთხოვნა გაიზრდება გვინდა მესხური სოფლის პატარა პროტოტიპი გავაკეთოთ. ეს იქნება  8-10 საცხოვრებელი ტიპის სახლები,ტერასულად. ამ ეტაპზე ეს არის იდეა და გვინდა, მომდევნო წლებზე ამაზე გვქონდეს ორიენტაცია,“ - აცხადებს ზედგენიძე. პროექტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას საჭიროებს.  

რაც შეეხება საფირმო მაღაზიას, მისი გახსნა  თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში  იგეგმებოდა. განიხილებოდა მარჯანიშვილის ან დავით აღმაშენებლის გამზირის  მიმდებარე ტერიტორია.

ამ დროისთვის კომპანია 7 დასახელების ქვევრის ლუდს აწარმოებს. 0.5 ლ მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული ლუდი აგროჰაბისა და გუდვილის ქსელში იყიდება.

კომპანიამ ასპინძაში  2021 წლის სექტემბერში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა. “მელუდის სახლში“ განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023