ბიზნესი
30/03/2022

"მესხური გემო რჩეული" ბრენდულ მაღაზიათა ქსელის შექმნას გეგმავს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “მესხური გემო რჩეული“ ბრენდულ მაღაზიათა ქსელის დაფუძნებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კურტანიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თავდაპირველად განიხილება თბილისის მასშტაბით, შემდეგ კი რეგიონებში გასვლაც შესაძლებელია.

მისი ინფორმაციით, ნედლეულს კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს და მის გადამუშავებას ახდენს.  ამ დროისთვის კომპანიის პროდუქცია „ბაზარი ორბელიანზე“ და „წისქვილი ჯგუფის“ პროექტ თბილისურ ბაზარში იყიდება.  

“საწყის ეტაპზე  სხვადასხვა აგრარულ მარკეტთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. მომავალი წლის ბოლოს კი მაღაზიების განვითარებას დავიწყებთ,“ - აცხადებს თამარ კურტანიძე.

კომპანია ბაზარზე 3 თვის წინ გამოჩნდა და უკვე ერთგული მომხმარებლები ჰყავს. „მესხურში“ 1 კილოგრამი სოსისის ფასი 27 ლარს შეადგენს, ტრადიციული, შებოლილი ძეხვის ფასი - 37 ლარია.

შეგახსენებთ, პრემიუმ ხაზის ბრენდი „მესხური გემო რჩეული“ ახალციხეში, კომპანია „ტაო ფუდში“ იწარმოება.